კვლევის შედეგი
ჩატარებული კვლევის მიხედვით ("საქართველო და ტურიზმის განვიტარება"), დადგინდა, რომ საქართველოში ბევრი ქართველი ამაყობს ქართველობით (რაც თავისთავადია) და უმეტესობა კითხვაზე, თქვენ რომ უცხოელი იყოთ, ისურვებდით თუ არა საქართველოში დასვენებას, უმეტესმა ნაწილმა უპასუხა, რომ ისურვებდა აქ ჩამოსვლას და კარგად მოლხენას. თუმცა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა განაცხადა უარი საქართველოში ჩამოსულიყო, თუკი ის უცხოელი იქნებოდა, საოცარია, ნეტა რატომ? თუმცა თითოეულ ჩვენთაგანს განსხვავებული აზრი აქვს და ვერ შევეწინააღმდეგებით. გამოკითხულთა მცირე ნაწილმა პასუხი ვერ გასცა, რადგან ის უცხოელი არასდროს ყოფილა საქართველოში... რას ვიზამთ, ისინიც მართლები არიან, ვერ გავამტყუნებთ...
კითხვაზე, თუ სად ისურვებდნენ დასვენებას, ზღვაზე თუ მთაში, აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ურჩევნია მთაზე დაისვენოს და გაირუჯოს... შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ ზღვის სიახლოვისა და გარუჯვის გამო მოსწონთ "ტურისტებს" იქ დასვენება, არამედ იმიტომაც, რომ ზაფხულში სიცხე არ იგრძნონ, ღამის ცხოვრებით გაერთონ და ა.შ.
როდესაც ჯერი მიდგა კითხვაზე, რომელ კუთხეში ისურვებდით დასვენებას, აღმოჩნდა, რომ 2-3 რეგიონი უპასუხოდ რჩებოდა, მაგალითად აფხაზეთი და ქართლი... სასურველ ადგილად ჯერ-ჯერობით სამეგრელო-ზემო სვანეთია მიჩნეული, ისევე როგორც რაჭა. მათ უკანა ადგილზე ჩამოიტოვეს აჭარა.
თბილისში ჩატარებული გამოკვლევების
შედეგად გაირკვა,
რომ თბილისელთა 34% დასასვენებლად სოფლად ან საკუთარ აგარაკზე მიემგზავრება. 24,8% წელიწადში ერთხელ საზღვაო კურორტზე ისვენებს, ხოლო 19,8 პროცენტი - სამთო კურორტზე. თბილისელთა 22 პროცენტი დაინტერესებულია კულტურული ტურებით. განსაკუთრებული დაინტერესებაა მთიან რეგიონებში მოგზაურობაზე. მათ შორის პირველ ადგილზეა სვანეთი, მეორეზე - რაჭა, შემდეგ - ხევსურეთი, ყაზბეგი და თუშეთი. თბილისელთა 9,4%-ს სამკურნალო ტურები აინტერესებს, 8,5 პროცენტს - რელიგიურ-პილიგრიმული, შემდეგ ადგილზეა სათავგადასავლო, სპორტული და ბოლოს - ეკოტურიზმი.
|
No comments:
Post a Comment