სამთო-სათხილამურო კურორტები

ბ ა კ უ რ ი ა ნ ი


ბაკურიანი - ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის. მზის ხანგრძლივი ნათება, მაღალი მთის კლიმატი, ზომიერი თოვლი, სხვადასხვა სირთულის 12 სათხილამურო ტრასა, ულამაზესი ხედები, განთქმული ქართული სამზარეულო და ოჯახური სიმყუდროვე – დაუვიწყარს ხდის აქ გატარებულ ზამთარს!
ბაკურიანი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის უნიკალური ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი ტურისტული მარშრუტები – ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საწინდარია.


გ უ დ ა უ რ ი 

გუდაური - სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე.
სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის ('ლებიოდკის') მეშვეობით ადიოდნენ.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია Doppelmary-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.


ს ვ ა ნ ე თ ი 

სვანეთი - ერთერთი უდიდესი და უმძლავრესი სამთო გაერთიანებაა კავკასიაში. სვანეთს უჭირავს ცენტრალური კავკასიის მთების სამხრეთი ფერდობი. მაცხოვრებლები - 20 000-მდე. ეთნიკური ქართველები – სვანები შეადგენენ 90% მოსახლეობის.
მთავარი ტურისტული მიმართულება: კულტურული მემკვიდრეობა და ალპური ბუნება (სვანეთი არის უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მხარე). ტრადიციული ტურისტული მემკვიდრეობა: ალპინიზმი, მთასვლელობა, ლაშქრობა (6 პიკი 5000-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან), ეთნოგრაფიული ექსკურსიები, კულტურული მემკვიდრეობათა ნაკვალები.

დღესაც კი სვანეთი იზიდავს ბევრ მოგზაურს, როგორც კოშკებისა და ოქროს ვერძის მიწა. განთავსების საშუალებათა განსაზღვრული რაოდენობა უზრუნველყოფილია იქაური მაცხოვრებლებით. სასტუმრო სახლები სოფელ უშგულში, მესტიაში, ჯაბეშში, მაზერში და სხვ.  სვანეთში არის როგორც სასტუმრო სახლები ასევე,  უბრალო ორადგილიანი ოთახები.
სვანეთში დღემდე შემონახულია  უნიკალური არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, ტრადიციული დღესასწაულები. ლანდშაფტი, მთის მწვერვალები (5150 მ-ის სიმაღლეზე) და მყინვარწვერები იპყრობენ  მთასვლელებისა და მოგზაურთა ყურადღებას.

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია მსოფლიო ტურიზმში ცნობადი სახის შესაქმნელად. ამ მხარის კოლორიტი ხიბლავს ქართველსაც და უცხოელსაც.
ამ მხარის ტურისტული პოტენციალი საკმაოდ მრავალფეროვანია – გარდა მხარის დათვალიერებისა, სვანეთს შეუძლია მრავალ  მხრივ გააცვიფროს ტურისტი.

სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით (რომლებიც თარიღდება XII ს-იდან ზემოთ), სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

მხარე მდიდარია არქეოლოგიური მასალითა და შუასაუკუნეების ხალხური შემოქმედების ექსპონატებით.
სვანეთის სალოცავები თავისი ძველი ტრადიციებითა და უნიკალური მხატვრობით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ მხატვრობით, არამედ ადგილობრივი თავისებური არქიტექტურული ნიშნებითაც გამოირჩევიან. აქ დაცული სიწმინდეები მიიზიდავს მრავალ მლოცველს შესაბამისი რელიგიური დღესასწაულისას.

ისტორიული ძეგლების გაცნობა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა სვანეთში.

სვანეთის რეგიონი იდეალური ადგილია ჯიპ ტურებისათვის, რომლის დროსაც ტურისტს ეძლევა საშუალება ეზიაროს სვანეთის ბუნების სილამაზეს.


No comments:

Post a Comment