ზღვის პირა კურორტები

ბ ა თ უ მ ი

ბათუმი  -მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში (9,5 მილი). ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ბაღები და ქუჩები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგორებიცაა: პალმები, ბამბუკები, ევკალიპტები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შ.
ქალაქის ჩრდილოეთით არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბრტოპიკული და ტროპიკული მცენარეებით. ბათუმი ჩაისა და ციტრუსის მოყვანის ცენტრია. ზაფხული თბილია და სასიამოვნო. ის მშვენიერი ადგილია დასასვენებლად.


 უ რ ე კ ი

ურეკი  -ზღვის კლიმატური კურორტია, არის დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, შენდება ახლებიც. უკანსკნელ წლებში აქ საფუძველი ჩაეყარა დასასვენებელ-გასართობ კომპლექსს „იმედის ქალაქი“. კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ.


 მ წ ვ ა ნ ე   კ ო ნ ც ხ ი


მწვანე კონცხი  -საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღიდან 70-92 მ.-ის სიმაღლეზე. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX ს.-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ.  სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც. 



ქ ო ბ უ ლ ე თ ი 


ქობულეთი  -გაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე. პლაჟი ქვიანია. მცენარეულობა, ძირითადად, წარმოდგენილია ჩაით, ბამბუკით და სხვა ტროპიკული მცენარეებით. ზაფხული არის ძალიან თბილი. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ცურვითა და აქტიური გართობით.   

No comments:

Post a Comment