სამკურნალო კურორტები


                                                ა ხ ტ ა ლ ა

ახტალა - ტალახით მნიშვნელობის სამკურნალო კურორტი ქ, გურჯაანში, თბილისიდან 122 კმ-ზე, ზღვის დონიდან 412 მ. ჰავა ზომიერი კონტინენტური: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტოის ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. მას მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი

(XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928 წ.) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.
ახტალაში არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო) ჩვენებები: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გნეკოლოგიური დაავადებანი. სეზონია აპრილ-დეკემბერში.


                                                          ბ ა ხ მ ა რ ო



ბახმარო  -რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2000 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. უახლოეს ტკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80 კმ. კლიმატური თავისებურებები: ზღვის და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა - 5,2° C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4° C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73 %. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლჩაქცევები, ნევრასთენია, ლიმადენტი. სეზონია - ივნისი-სექტემბერი. 



                                            ბ ო რ ჯ ო მ ი



ბორჯომი  -ქალაქი-კურორტია აღმოსალეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლილთა მოსახლეობას. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნარძალის აღმოსავლეთით. იქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ. გორკი, პ. ჩაიკოვსკი, ი. სტალინი, გ. დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის სახელგანთქმული მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს №1 საექსპერტო პროდუქცია. აქვეა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომი არის ბორჯომისა და ახალქალაქი ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. 2005 წლის 22 ივნისს საქათველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.


                                                           ს ა ი რ მ ე



საირმე  -მდებარეობს ზღვის დონიდან 915-950 მ. სიმაღლეზე. ქ. ქუთაისიდან 55 კმ.-ითაადაშორებული. მოთავსებულია მდ. წაბლარის წყლის ღრმა ხეობაში, რომელიც სათავეს იღებს აჭარა-იმერეთისმთის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც აღმოსავლეთის მხრიდან არის დიდ-მაღალას მწვერვალი (2585 მ.), ხოლოდასავლეთით მწვერვალი მეფისწყარო (2848მ.).კურორტი „საირმე“ გარშემორტყმულია ფიჭვნარით, 19000 ჰა., რომელიც დიდ როლს ასრულებსმიკროკლიმატის შექმნაში. ტყიდან 7-8 კმ.-ის დაცილებით იწყება აჭარა-იმერეთის მცირე კავკასიონის ქედი.კურორტ „საირმეს“ აქვს 100-წლოვანი ისტორია. იგი აღმოჩენილია მონადირე-მწყემსების მიერ,რომლებმაც შეამჩნიეს, რომ ირმები ეტანებოდნენ ამ ადგილს. ბაღდათისა და მის ახლომდებარე რაიონების მცხოვრებლებისა და საირმეშივე ორგანიზებულ გერმანელ ტყვეთა ბანაკის წევრთა დაუღალავი შრომი შედეგად 1944 წ. კურორტი რაიონულ ცენტრს საავტომობილო გზით დაუკავშირდა, ხოლო 1946 წ. ამ გზის ზეკარის გადასასვლელამდე გაგრძელებით ბაღდათი-აბასთუმანს, ანუ დასავლეთი საქართველო სამხრეთ საქართველოს დაუკავშირდა, რამაც გზას სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. კლასიფიკაციით კურორტი ზომიერად-ნესტიანი ტიპის კურორტებს მიეკუთვნება. მინერალური
წყაროების რაიონი მდებარეობს მდ. წაბლარის წყლის დინების მიმართულებით და უკავია 4 ჰა. ფართობი. მინერალური წყაროები განლაგებულია მდინარის ორივე ნაპირზე. წყარო N1, N2, N4 მდებარეობს მდინარის
მარჯვენა მხარეს, ხოლო N3 მარცხენა მხარეს.


                                                                   წ ყ ა ლ ტ უ ბ ო




წყალტუბო - ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1935 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ). წყალტუბოს კურორტის გაშენება 1926 წელს დაიცყო. განაშენიანების პირველი პროექტი 1932-1940 წლებში შედგა (არქ. ნ. სევეროვი), გენგეგმა კი, რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო - 1950- 1951 წლებში (არქ.ი. ზაალიშვილი, ვ.კედია). სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეციერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სანატორიუმები: \\"მეგობრობა\\" (1937-1940 წწ. არქ. ლენტოვსკი)\\",თბილისი\\" (1951 წ. არქ. ვ. ოლტარჟევსკი, ბ. სობოლევსკი)\\",იმერეთი\\" (1961 წ. არქ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ლ. ჯანელიძე) და სხვ. 


No comments:

Post a Comment